სლოვაკეთის პრეზიდენტი: სლოვაკეთი საქართველოსა და მისი ხალხის მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს – უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის ამოქმედება თავად ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ფართო საჯარო მხარდაჭერა პატივისცემას იმსახურებს.

“სლოვაკეთი საქართველოს და მისი ხალხის მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს. უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება თავად ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ფართო საჯარო მხარდაჭერა პატივისცემას იმსახურებს”, – წერს სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა “ტვიტერის” პირად გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ვითარება დაიძაბა – დაპირისპირების შედეგად, დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე