„სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ წინადადებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლიურად უცხოური დაფინანსების სახით 5000 ევროზე მეტს იღებენ, „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების“ სტატუსი მიენიჭებათ

ს ნაციონალურმა პარტიამ“ პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში შესწორების შეტანა შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Euractiv-ი ავრცელებს.
სლოვაკეთის კოალიციური მთავრობის წევრი, „სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ წინადადების მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლიურად უცხოური დაფინანსების სახით 5000 ევროზე მეტს იღებენ, „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების“ სტატუსი მიენიჭებათ.
„აღნიშნული წინადადების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდაა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების ძირითად ელემენტს წარმოადგენს, შემოწირულებებისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, თუ მათი მოცულობა კანონით განსაზღვრულ ერთჯერად ან ჯამურ რაოდენობას აღემატება“, – ნათქვამია შესწორების განმარტებით ანგარიშში.
„სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ შეთავაზება სლოვაკეთის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს და მთავრობას მოუწოდეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს არ მიბაძოს.

ასევე დაგაინტერესებთ