სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო მინისტრები ევროკომისიას – უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ სამი თავდასხმა განახორციელა – მოვუწოდებთ ევროკომისიას, უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება

სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე” თავდასხმებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს და ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, დენ იორგენსენს წერილი გაუგზავნეს და ევროკომისიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულება.
„გაცნობებთ, რომ მ სამი თავდასხმა განახორციელა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომელიც უნგრეთისა და ს ენერგოუსაფრთხოებაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ თავდასხმებმა ორივე ქვეყანაში ნავთობის მიწოდების შეჩერება გამოიწვიეს. ბოლო თავდასხმის შედეგად, ნავთობის მიწოდება, როგორც ჩანს, სულ მცირე ხუთი დღით შეწყდება. ფიზიკური და გეოგრაფიული რეალობიდან გამომდინარე, ამ მილსადენის უსაფრთხოების გარეშე ჩვენი ქვეყნების უსაფრთხო მომარაგება უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირმა და მისმა წევრებმა უკრაინას ასობით მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება აღმოუჩინეს, უკრაინის მოქმედებები მიუღებელია.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირმა და მისმა წევრებმა უკრაინას ასობით მილიარდი ევროს ღირებულების მხარდაჭერა აღმოუჩინეს, მიგვაჩნია, რომ უკრაინის ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის სლოვაკეთისა და უნგრეთის ენერგო უსაფრთხოებას, სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნულია წერილში.
მინისტრები ევროკომისიას მოუწოდებენ, დაიცვას განცხადებაში ხაზგასმული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება.