სლოგანით – „ საქართველოა – არა რუსულ რეჟიმს“, გმირთა მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს

საქართველოა – არა რუსულ რეჟიმს“ – ამ სლოგანით გმირთა მოედნის მემორიალიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ დევნილები, რომლებსაც უჭირავთ ბანერები წარწერით: „ერთად ერთისთვის – აფხაზეთისთვის“.
გარდა ამისა საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობენ ის პირები, რომლებიც პერმანენტულ პროტესტში ამ დრომდე მონაწილეობდნენ.
მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებისგან ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, არა რუსულ ოცნებას“.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია”