სკოტ ბესენტი – პრეზიდენტი ტრამპი პუტინს ნათლად განუცხადებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება

ვლადიმერ პუტინს აუხსნის, რომ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, – ამის შესახებ -ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
სკოტ ბესენტის თქმით, თუ ალასკაზე დაგეგმილი -ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტი წარმატებული არ იქნება, მაშინ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაიზარდოს.
„პრეზიდენტი პუტინს ნათლად განუცხადებს, რომ ყველა ვარიანტი განიხილება. სანქციები შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს ან გარკვეული ვადები დაწესდეს“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ბესენტმა აღნიშნა, რომ „მეტი ზეწოლის ბერკეტის შექმნის მიზნით, სანქციებს ევროპელებიც უნდა შეუერთდნენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა