აშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა მიანიშნა, რომ აშშ ღიაა ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორობისთვის, რათა რუსული ნავთობის შემსყიდველი ქვეყნებისთვის დამატებითი სანქციები დაწესდეს რუსეთის ეკონომიკის „კოლაფსის“ მიზნით.
„ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გამოგვყვნენ“, – განუცხადა ბესენტმა NBC News.
მისი თქმით, თუ აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მეტ სანქციას დააწესებენ, რუსეთის ეკონომიკას კოლაფსი ელის.
„და თუ აშშ და [ევროკავშირი] ჩაერთვებიან, მეტ სანქციებს დააწესებენ, მეორად ტარიფებს დაუწესებენ რუსული ნავთობის მყიდველ ქვეყნებს, რუსეთის ეკონომიკა სრულ კოლაფსში აღმოჩნდება და ეს [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმერ] პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს“, – განაცხადა მან.
