სკოტ ბესენტი – აშშ იაპონიისგან რუსული ენერგორესურსების შესყიდვის შეწყვეტას მოელის

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, იაპონიის ფინანსთა მინისტრ კაცუნობუ კატოს უთხრა, რომ ს ადმინისტრაცია იაპონიისგან რუსული ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტას მოელის.
„მინისტრ კაცუნობუ კატოსთან განვიხილეთ -იაპონიის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და ადმინისტრაციის მოლოდინი, რომ იაპონია შეწყვეტს რუსული ენერგორესურსების იმპორტს“, – განაცხადა ბესენტმა.
იაპონიის ფინანსთა მინისტრის განმარტებით, იაპონია გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ში სამართლიანი გზით მშვიდობის მისაღწევად.
„იაპონია ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან კოორდინაციის ძირითადი პრინციპის საფუძველზე, უკრაინაში სამართლიანი გზით მშვიდობის მისაღწევად“, – განუცხადა კატომ ჟურნალისტებს კითხვაზე, მოუწოდა თუ არა ბესენტმა იაპონიას რუსული ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტისკენ.
ტოკიო „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან შეთანხმდა, რომ ეტაპობრივად შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. თუმცა, იაპონია აგრძელებს „სახალინის“ ნედლი ნავთობის შეძენას, რომელიც „სახალინ-2“-ის პროექტში თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების თანმდევი პროდუქტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იაპონიის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგან ის მისი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით 9%-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი