არგენტინის ფინანსური სტაბილიზაციის მიზნით ყველა ვარიანტი განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„ვარიანტები შეიძლება მოიცავდეს სავალუტო შესყიდვებს და აშშ დოლარით დენომინირებული სახელმწიფო ვალის შესყიდვებს. ინვესტიციების ფართო შესაძლებლობები არსებობს და არგენტინა კვლავ დიდებული გახდება. არგენტინა ლათინურ ამერიკაში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა”, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
მისი თქმით, აშშ მზად არის ძლიერი ნაბიჯები გადადგას, თუმცა ყველა მსგავსი ქმედება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ისა და არგენტინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ხავიერ მილეის შეხვედრის შემდეგ განხორციელდება.
„გვჯერა, რომ ფისკალური დისციპლინისა და ზრდის რეფორმების მიმართ პრეზიდენტ მილეის მხარდაჭერა არგენტინის ხანგრძლივი ეკონომიკური დაღმასვლის დასასრულებლად აუცილებელია“, – აღნიშნა ბესენტმა.
