სკოლის ბუფეტებში შოკოლადი, ჩიფსები და სხვა არაჯანსაღი პროდუქტები აიკრძალა – სამინისტრო

24 ნოემბერს გამოქვეყნებული ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“.
ბრძანება განსაზღვრავს აკრძალულ მზა პროდუქტებს:
· საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
· მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
· მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
· დაკონსერვებული პროდუქტები;
· თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
· სოკო ნებისმიერი ფორმით;
· კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
· ტკბილი გაზიანი სასმელები;
· ყავა.
სამინისტროს ცნობით, სურსათის უვნებლობის სამსახურის გარდა, სკოლის კვების ობიექტს მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მოსწავლეებით, მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნითა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
ბრძანება 24 ნოემბერსვე შევიდა ძალაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, ომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლაში 9 მოსწავლე საკვებით მოიწამლა, რისი მიზეზიც გახდა სკოლის ბუფეტში ნაყიდი ნამცხვარი.
სააგენტოს მიერ ჩატარებულმა მიკრობიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ დონატებში, რომლებიც სკოლაში იყიდებოდა, ობის სოკოების ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა