სკოლებში ტერაქტის მომზადების შესახებ ყალბი შეტყობინებები უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთსა და რუსეთში წლის დასაწყისიდან ვრცელდება

ინფორმაცია სკოლებში ტერაქტების მომზადების შესახებ ში, სომხეთში, რუსეთსა და ყაზახეთში უკვე რამდენიმე თვეა პერიოდულად ვრცელდება.
მსგავსი შინაარსის ინფორმაცია იანვარში გავრცელდა უკრაინაში, 12 აპრილს – სომხეთში, ბოლოს კი სკოლებში მოსალოდნელი სროლის შესახებ შეტყობინებები 19 აპრილს ასტანაში გავრცელდა. ყაზახეთის პოლიციაში ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდეს.
ასტანის პოლიციის დეპარტამენტში განმარტეს, რომ შეტყობინებებში ანონიმური ავტორი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით მასობრივი მკვლელობით იმუქრებოდა. ამასთან, ანონიმი წერდა, რომ თავდასხმაში მონაწილეობას 20 ადამიანი მიიღებდა, თავად კი ისტორიაში შევიდოდა.
„ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მოსახლეობას მოვუწოდებთ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ენდონ“, – აღნიშნეს პოლიციაში.
იანვარსა და თებერვალში სოციალური ქსელებით ანალოგიური შეტყობინება ტერაქტის მომზადების შესახებ ს რამდენიმე რეგიონშიც გავრცელდა. რეგიონების ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ „ფეიკების“ მიზანი საზოგადოებაში პანიკის დათესვაა.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ქვეყნდება. სუსის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.
თუმცა, არსებული ინფორმაციით, ტელეგრამ-არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გამოქვეყნდა ამ დროისთვის უკვე გაუქმებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს