სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სუსი სწავლობს

სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე იგეგმება თავდასხმა.
ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე რუსულ ენაზე ვრცელდება.
“პირდაპირ ვამბობთ, სად წავალთ… ამ სკოლებში ჩავცხრილავთ ბავშვებს. 20-ნი ვართ, პოლიციის არ გვეშინია. ვერ დაგვიჭერენ”…
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უწყება საქმის კურსშია, გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და მიმდინარეობს მუშაობა. “ამ დროისათვის აღმოჩენილი არაფერია”, – გვეუბნებიან სუსში.
მათივე განცხადებით, ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღი იქნა აღმოჩენილი, ყალბია.
გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საქმის კურსშია განათლების სამინისტროც: „ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ“, – გვითხრეს უწყების პრეს-სამსახურში.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ზოგიერთ სკოლაში სწავლის გაუქმების შესახებ, რასაც ამ დროისათვის, არ ადასტურებს განათლების სამინისტრო.
სოციალურ ქსელებში ინფორმაცია, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლაში „ტერორისტული თავდასხმა“ იგეგმება, 21 აპრილს, საღამოს გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები