სკირამ ხვიჩასთან დაკავშირებით დე ლაურენტისის გეგმა გაამხილა

ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ნიკოლო სკირამ რადიო Marte-ე ეთერში “ნაპოლის” გარემარბის ს თაობაზე ისაუბრა:
“ნაპოლი” კვარაცხელიას დაკარგვას რისკავს? ეს რთული სიტუაციაა, ვინაიდან მასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით განახლება ძალიან დააგვიანეს. ქართველი გუნდში ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია და ბუნებრივია უკმაყოფილოა, როდესაც ხედავს, რომ ნებისმიერი თანაგუნდელი მასზე მეტს გამოიმუშავებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სკუდეტოს არქიტექტორი გახდა.
პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის გეგმა? უნდა კორექტირება მოახდინოს – ხელშეკრულების 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება, სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო და პლუს 1 მილიონის ოდენობის ბონუსები სხვადასხვა მიღწევებზე. კონტრაქტში
აგრეთვე შეიძლება თანამშრომლობის შეწყვეტაზე პუნქტის შეტანა.
ეს ვარიანტი, შესაძლოა, მისაღებია, მაგრამ ახლა პრინციპში, უარის თქმაც არაა გამორიცხული, რათა მიხვდნენ, შეუძლია თუ არა სხვა კლუბში გადასვლა. “ნაპოლი” ხვიჩას მხოლოდ ძალიან დიდ ფასად თუ შეელევა”.