სკანდალური მატჩი თურქეთის ჩემპიონატში – “დემირსპორის” ფეხბურთელებმა “გალათასარაისთან” მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს [VIDEO]

თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “გალათასარაიმ” “ადანა დემირსპორს” უმასპინძლა, შეხვედრა 30-ე წუთზე შეწყდა, რადგან სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა მატჩის მთავარი არბიტრის მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს.
ეპიზოდის განმუხტვას “დემირსპორის” პრეზიდენტი შეეცადა, რომელიც მოედანზე გავიდა, თუმცა მოთამაშეებმა მოედანზე დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
მასპინძლები ალვარო მორატას მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით იგებდნენ.
დიდი ალბათობით, “დემირსპორს” მკაცრად დასჯიან, გუნდი ისედაც რთულ სიტუაციაშია, რადგან 23-ე ტურის შემდეგ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
“გალათასარაი” 57 ქულით პირველ ადგილზეა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ “ფენერბაჰჩეს” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე
მოურინიომ მსაჯები “გალათასარაის” მიმართ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში