სკანდალური დოკუმენტები – “წაგებული საქმეების შემგროვებელი” – პრეზიდენტი გომელაურის დავალებების ბრმა შემსრულებლად?

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა, ათობით საჩივარია სასამართლოში, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის და როგორც „ალიას“ ადვოკატი, ნინო შავგულიძე უყვება, პრეზიდენტის ხელმოწერილი არაერთი აქტი, გინდ საქალაქო და გინდ სააპელაციო სასამართლომ უკვე სცნო ბათილად.
სასამართლო პროცესები უკვე წლებია გრძელდება, იხარჯება თუ ფინანსები, თუ დრო, თუ ადამიანური რესურსი, და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ გომელაურის უწყებამ რაღაცა აიხირა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი უსიტყვოდ დაუდასტურა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ხედავენ, რომ იმ საქმეებში, რომლებსაც გამოცდილმა ადვოკატებმა მოკიდეს ხელი და სწორად დაასაბუთეს საჩივარი, მოსამართლები ერთმანეთის მიყოლებით უბათილებენ პრეზიდენტს აქტებს, ისმენენ ერთი და იგივე პასუხებს – ბათილია, ბათილია, ბათილია, დაგეკისროთ ბაჟი, დაგეკისროთ ადვოკატის მომსახურება, აქტი იყო უკანონო და ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ დანაშაული, ჯიუტად ცდილობენ თავისი გაიტანონ, ასაჩივრებენ, კიდევ მეტ დროს აკარგვინებენ ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც გამოიტანეს უკანონო აქტები და მეტ რესუსრს და ფინანსებს აკარგვინებენ სახელმწიფოს.
საქმე ისა გახლავთ, რომ –ს კრიმინალურმა პოლიციამ, 2020 წელს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარუდგინა მას ათობით პირის საქმე, სადაც ითხოვს მათთვის მოქალაქეობის შეწყვეტას. საქმეები, უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს ჰგავს, მათ თან ახლავს გაურკვეველი სიაც, რომელიც ასევე კრიმინალურმა პოლიციამ წარადგინა და ამ სიაში ადამიანების სახელების და გვარების გასწვრივ წარწერაა – კანონიერი ქურდი. იმ საქმეებიდან, რომლებსაც ჩვენ გავეცანით, არც ერთ პირს, სასამართლოს წესით, არ აქვს დადგენილი რომ ან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა, ან ნასამართლობა აქვს საქართველოში, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, საიდან აღმოჩნა ეს სია, ვინ დაადგინა, რომელი მოსამართლის განჩინება უდევს საფუძვლოდ და საერთოდ, რა კავშირშია ეს სია, მართალიც რომ იყოს, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან? თუ არაფერ შუაშია მოქალაქეობის ჩამორთმევასთან, როგორ მოხვდა ეს სია საქმეში? მორალური ზეწოლისათვის სასამართლოზე? არანაირი კანონიერი საფუძველი ამ სიის ან მოპოვების, ან მისი ნამდვილობის დადასტურების, ან მისი კავშირის, არსებულ საქმესთან, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან არ არსებობს – და მაინც, ის დევს საქმეში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, უკაცრავად, მაგრამ სასამართლოს დადგენილ ფაქტზე ვსაუბრობ, უსიტყვოდ, გაურკვევლად, ხბოს მორჩილებით არტყამს ბეჭედს და ამ სიასაც საქმეში აკრავს, შემდეგ კი, მოსამართლეებზე მორალურ ზეწოლას სწორედ ამ უსახური, გაუგებარი „დოკუმენტით“ ხსნის.
რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არაა დადასტურებული და ასეც რომ იყოს, ყველა დანაშაულზე რომ მოქალაქეობას უწყვეტდნენ ადამიანს, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მოქალაქეობა აღარ ექნებოდა, შესაბამისად, იმას ვერ იტყვიან, ამ სიის, ან რამე სხვა მიზეზით ვართმევთ მოქალაქეობასო და კრიმინალური პოლიცია ამბობს, მე გავიგეო, რომ ეს პირი, სხვა ქვეყანაში იყენებს ს პასპორტს და სწორედ ამიტომ უნდა ჩამოვართვათ მას საქართველოს მოქალაქეობაო.
სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასეთი ათობით საქმე გადაეგზავნა 2020 წლის 4 ივნისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იგივე წლის 5 ივნისს, 1 კალენდარულ დღეში, არასრულ 24 საათში, რადგან, მეეჭვება 24 საათი ძილის, კვების გარეშე მუშაობდნენ, თურმე, შეისწავლა ყველა საქმე და დაადგინა, რომ გომელაურის უწყების მოწოდებული ინფორმაცია მას კითხვის ნიშანს არ უჩენს, წყალი არ გაუვა, ცამდე მართალია და 5 ივნისს ბეჭედი დაარტყა და ათობით მოქალაქეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. იმიტომაც ბათილდება, იქნებ დღეს პრეზიდენტის ხელმოწერილი ამდენი აქტი, „ყურადღებით“ რომ გაეცნო ადმინისტრაცია თავის დროზე, რა გითხრათ.
საქმის მასალების მიხედვით, კრიმინალური პოლიცია კი ამტკიცებს მე ვიცი ეს პირები სხვა ქვეყნებში რუსეთის პასპორტით სარგებლობენო, მაგალითად, ერთი საბერძნეთში ცხოვრობს და იქ გადაადგილდება რუსეთის პასპორტითო, მაგრამ არ უთითებს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, საბერძნეთის პოლიციამ მიაწოდა? ვინმემ დაურეკა და საიდუმლოდ უთხრა? დაესიზმრა? მსგავსი ტიპის მტკიცებულება საქმეში არ დევს.
კრიმინალური პოლიცია ამტკიცებს და მას სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო (რომლის თანამშრომლებზეც ბიუჯეტიდან ამდენ ფულს ვხარჯავთ თუ ხელფასებზე, თუ ტრენინგებზე და თუ პრემიებზე) და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასე ბრმად ეთანხმებიან, რომ ჩვენ გვაქვს აგერ ერთი დოკუმენტიო და წარმოდგენილი აქვთ, რაღაცის ასლი, რომელსაც ვერავინ ხვდება რისი ასლია, არავინ იცის, რა გზითაა მოპოვებული, ვერც ნამდვილობა დგინდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება