სკანდალურად ცნობილი გრინვუდი შესაძლოა, კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “ნაპოლიმ” შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრება და ამჟამად “ხეტაფეში” იჯარით მოთამაშე მეისონ გრინვუდი დაიმატოს.
ახალგაზრდა ინგლისელი შემტევის საკუთარ რიგებში ხილვით ტურინის “იუვენტუსიც” ინტერესდება, რომელიც არც იჯარას და არც პირდაპირ ტრანსფერს არ გამორიცხავს.
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ “პარტენოპეის” ვიქტორ ოსიმენი ტოვებს. მსურველთა ნაკლებობას არც განიცდის და “ნაპოლის” შეტევის გასაძლიერებლად კონტურები უკვე აქვს მოხაზული.
მოგეხსენებათ, გრინვუდი გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, რის გამოც რამდენიმე წლით ფეხბურთიდან იყო მოკვეთილი. გამართლების შემდეგ კი ის იჯარით “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ხეტაფეში”
გადავიდა.