სკანდალი, საიდანაც “ოცნების” ახალი შს მინისტრი საზოგადოებამ გაიცნო

გელაძე ფართო საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ 2021 წლის 19 მაისს მოექცა, როდესაც ის განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის უფროსი იყო.
“жизнь ворам” – მანდატურის სამსახურის უფროსს ძველი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვიზიტისას დაფაზე ასეთი წარწერა დაახვედრეს.
მანდატურის სამსახურის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო.
განათლების სამინისტრომ მოგვიანებით 51-ე სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
უწყების შეფასებით, “ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია”.
“ასეთმა არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა”, — ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
გელა გელაძეს ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფნის დროიდან აქვს.
გელა გელაძე ამ დრომდე სუსი-ს უფროსის მოადგილე იყო. ამ პოსტზე გელაძე სუს-ის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა 2025 წლის 5 აპრილს.
2023 – 2024 წლებში კი გელა გელაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა.
2018-2023 წლებში კი გელა გელაძე მანდატურის სამსახურის უფროსი იყო.
გელა გელაძე მანდატურის სამსახურში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მუშაობდა – 2010 – 2012 წლებში იგი მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი გელა გელაძე ძალოვან უწყებებში მუშაობდა, მაგალითად, 2004-2005 წლებში გელა გელაძე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის – სოდის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად მუშაობდა.
2004 წელს გელა გელაძე -ს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იყო, 2005-2006 წლებში გელა გელაძე კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა.
რა ქონებას ფლობდა გელა გელაძე 2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, შეგიძლიათ ნახოთ აქ.