სკანდალი თურქეთი-ავსტრიის მატჩის შემდეგ – Uefa-მ დუბლის ავტორ დემირალის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის გმირის, მერიჰ დემირალის გარშემო სკანდალმა იფეთქა. მოგეხსენებათ, მისმა თურქეთმა ავსტრია 2:1 დაამარცხა და დუბლი სწორედ დემირალმა შეასრულა.
26 წლის მცველმა მეოთხედფინალში გასვლა სკანდალურად იზეიმა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ე.წ. მგლის მისალმებას აჩვენებს – ეს არის თურქი ნაციონალისტების ჟესტი, რომელიც აკრძალულია ავსტრიაში.
დემირალმა ასევე მოიყვანა მუსტაფა ქემალ ათათურქის ფრაზა: “რა ბედნიერია ის, ვინც თავის თავს თურქს უწოდებს”, – ეს თურქი ნაციონალისტების არაოფიციალური დევიზია.
Uefa-მ დემირალის მიმართ გამოძიება დაიწყო, ამ ფაქტს კი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გამოეხმაურა:
“მიუღებელია, რომ Uefa-მ დაიწყო დისციპლინური გამოძიება თურქეთის ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის წინააღმდეგ.
კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ “მგლის მისალმება” სულაც არ არის დაკავშირებული მემარჯვენე ექსტრემიზმთან. “მგლის მისალმება” ასევე არ არის აკრძალული სიმბოლო გერმანიაში.
ამ პირობებში, გერმანიის ხელისუფლების რეაქცია დემირალის ქმედებებზე თავად შეიძლება ჩაითვალოს ქსენოფობიურად.
ჩვენ ვგმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ რეაქციას ისტორიული და კულტურული სიმბოლოს მიზნის აღნიშვნის ნაწილად გამოყენებაზე, რომელიც არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, თურქეთის ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ნიდერლანდები იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში