დღეს პარიზში “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალი გაიმართება და როგორც ირკვევა, სკანდალი მწიფდება.
უკლებლივ ყველა ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ გამარჯვებულად “რეალის” შემტევს ვინისიუსს არ გამოაცხდებენ, რის გამოც პროტესტის ნიშნად მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებიდან ღონისძიებას მხოლოდ დირექტორი ემილიანო ბუტრაგენიო დაესწრება.
ჟურნალისტი გილემ ბალაგე წერს: “ვინი, შენ ვერ გაიმარჯვე, მაგრამ გამარჯვებულს პატივისცემით მოეკიდე, რადგან ეს სპორტული კეთილშობილების ყველაზე დიდი გამოხატულებაა”.
საფრანგეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი როდრი, რომელსაც, სავარაუდოდ, ოქროს ბურთს გადაცემენ. ის სცენაზე ყავარჯნებით ავა, რადგან ტრავმირებულია და სხვაგვარად გადაადგილება არ შეუძლია.