სკანდალი ევროპარლამენტში. “იუვე” განავალია, “ფორცა “ტორო” – განაცხადა დეპუტატმა

უოლესი „ტორინოს“ დიდი გულშემატკივარია და ევროპის პარლამენტში ხშირად მიდის ტურინული გუნდის ფორმით. მან ადრე განაცხადა: “ეს განსაკუთრებული კლუბია, ყველასგან განსხვავებული, უნიკალური ქომაგები ჰყავს. მათთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ნამდვილი ადამიანები არიან, სიცოცხლის ფილოსოფიის მქონენი, რომელიც ჩემსას იდეალურად შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები უბრალო, ერთგულ ხალხს უნდა წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთები გახლავან „ტორინოს“ ფანები და ამიტომ
მაცვია ამ გუნდის ფორმა. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მათ გააჩნიათ სულიერება, ვნება და ხარისხი, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება“.