სი ძინპინმა თქვა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე ვარ პრეზიდენტი – ტრამპი

სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მითხრა: „ამას არ გავაკეთებ, სანამ თქვენ პრეზიდენტი ხართ. მე ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მან ასევე თქვა: „მე ძალიან მომთმენი ვარ და ჩინეთის ძალიან მომთმენია“. ვფიქრობ, ეს არ მოხდენა, სანამ მე აქ ვარ. ვნახოთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ჩინეთისა და ს ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.
„ბაიდენმა და იქამდე ობამამ, დაუჯერებელი რამ გააკეთეს. ბაიდენმა ჩინეთი და რუსეთი დააახლოვა. რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთის ბუნებრივი მტრები არიან. რუსეთს უზარმაზარი მიწა აქვს, ხოლო ჩინეთს დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჰყავს. ჩინეთს რუსეთის მიწა სჭირდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.