სი ძინპინი – ჩინეთს ვერასდროს შეაშინებენ მოძალადეები

შეუჩერებელ ჩინეთს ვერასდროს შეაშინებენ მოძალადეები და ყოველთვის წინ წავა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში განაცხადა, სადაც სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს.
მისი მტკიცებით, ჩინელმა ხალხმა უზარმაზარი ეროვნული მსხვერპლი გაიღო ადამიანური ცივილიზაციის გადასარჩენად.
„ისტორია გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობა ერთად აღზევდება და ერთად ეცემა“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
მან ჩინელ ხალხს მოუწოდა, გაიხსენონ ისტორია და პატივი მიაგონ იაპონიის წინააღმდეგ ომში მებრძოლ ვეტერანებს.
„ამხანაგებო და მეგობრებო. ჩვენ შევიკრიბეთ ჩინეთის გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად. გულწრფელ მადლობას ვუხდი მათ, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იაპონიის წინააღმდეგ ჩინეთის ომში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
ცნობისთვის, პეკინში, იაპონიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად, მასშტაბური სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს, რომელსაც 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურები ესწრებიან, მათ შორის ს, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ლიდერები. ტიანანმენის მოედანზე ათასობით ჯარისკაცია განთავსებული.