სი ძინპინი – ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს, ეროვნული განვითარების ხელშეწყობისა და გლობალური გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ

მსოფლიო ახალ პერიოდში შევიდა, რომელიც ტურბულენტობითა და ტრანსფორმაციით აღინიშნება, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
„როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს, ეროვნული განვითარების ხელშეწყობისა და გლობალური გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სურს, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები თანმიმდევრული იყოს.
„დიდი ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ძლიერი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დიდი ბრიტანეთი კანონის უზენაესობის მიმართ ერთგული პროგნოზირებადი, თანმიმდევრული და სუვერენული აქტორი იქნება“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!