სი ძინპინი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის მოწოდებით გამოვიდა

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, რომელიც საფრანგეთში იმყოფება ვიზიტით, 7 მაისს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჩინეთი უკრაინის საკითხზე საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა.
მისი თქმით, ჩინეთი „მხარს უჭერს სათანადო დროს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას, რომელსაც აღიარებენ როგორც , ისე და რომელიც უზრუნველყოფს ყველა მხარის თანაბარ მონაწილეობას და ყველა სამშვიდობო გეგმის სამართლიან განხილავს“.
სი ძინპინის ვიზიტის მთავარი საკითხი არ ყოფილა უკრაინა, მაგრამ მან აღნიშნა, რომ პეკინი მხარს უჭერს ევროპაში „გაწონასწორებულ, ეფექტიან და მყარ“ არქიტექტურას და არ არის „უკრაინის კრიზისის“ არც ინიციატორი და არც მხარე.
„ისტორია კვლავაც ადასტურებს, რომ საბოლოო ჯამში კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა