სი ძინპინი -ში ჩამოვა, არც თუ ისე შორეულ მომავალში –

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებებისთვის ეწვიოს. ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ის ჩამოვა. არც თუ ისე შორეულ მომავალში“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა იანვარში პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჩინეთიდან აშშ-ში შემოტანილ ყველა პროდუქტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა. მისი თქმით, პეკინი ვერ აკონტროლებს იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტს, რომლებიც აშშ-ში ფენტანილის უკანონო წარმოებისთვის გამოიყენება. ამის მიუხედავად, ბოლო კვირებში ამბობდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ჩინეთი ტარიფების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ უკვე გაატარა მნიშვნელოვანი ზომები ნარკოტიკების წინააღმდეგ. პეკინმა საპასუხოდ რამდენიმე შეზღუდვა დააწესა აშშ-თან ვაჭრობაზე.
დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფები აუცილებელია საერთაშორისო ვაჭრობაში ბალანსის აღსადგენად.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…