სი ძინპინი აშშ-ში ჩავიდა | ჩინეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს შეხვდება

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამშაბათს, 6 წლის შემდეგ პირველი ვიზიტი დაიწყო შეერთებულ შტატებში. ეს მას შემდეგ ხდება, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიზნად ისახვას ნორმალური კომუნიკაციის აღდგენას პეკინთან.
სი ძინპინი პირველადაა შტატებში 2017 წლის შემდეგ. ის დღეს დილით უნდა შეხვდეს ბაიდენს სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში ადგილზე, რომელიც გაჟღერებული არაა, შემდეგ კი დაესწრება აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) ყოველწლიურ სამიტს.
სამიტი ბაიდენთან იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა -სა და ჩინეთის ლიდერებს შორის ერთი წლის განმავლობაში. აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, ეს შესაძლებლობაა, შემცირდეს უთანხმოება ორ ქვეყანას შორის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი მიზანი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ამ კვირაში მოლაპარაკებების დროს არის ორ სუპერსახელმწიფოს შორის ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა, მათ შორის სამხედრო კონტაქტების.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა მიმართა APEC-ის 21 წევრის მინისტრებს და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს სჯერა “რეგიონის, სადაც ეკონომიკა თავისუფლად აირჩევს საკუთარ გზას… სადაც საქონელი, იდეები, ხალხი მიედინება კანონიერად და თავისუფლად.”