ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია აშშ-ში. სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სან ფრანცისკოში შეხვდება, რის შემდეგაც 2 ქვეყნის ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრებიან.
