“სიცრუე თურმე სულ სხვანაირად მუშაობს, გამყალბებელი ჩვეულებრივი ტიპი აღმოჩნდა” – ალეკო შუღლაძე

როცა ისტორიის ანდა წმინდა წერილების გაყალბებაზე ვმსჯელობდით, რატომღაც ვთვლიდი, რომ ამის გამკეთებელი, კი ბატონო, ბოროტი, თუმცა იმავდროულად ძალზე გონიერი ადამიანი უნდა ყოფილიყო. სხვანაირად ვერ წარმომედგინა. გადაწერო სამყარო, შიგნით პოლარულად განსხვავებული ცვლილებები შეიტანო და ეს ხალხს დააჯერო – მეგონა, ამას დიდი ინტელექტი სჭირდებოდა.
გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ სიცრუე თურმე სულ სხვანაირად მუშაობს. გამყალბებელი ჩვეულებრივი ტიპი აღმოჩნდა, საშუალოზე დაბალი ინტელექტის მქონეც კი… მისი ნათქვამიც დაბალი ღირებულებით გამოირჩევა, ეს არის სიბრიყვე, ხშირად დაუჯერებელი მონაჩმახი… გონიერი ასეთ სისულელეს ვერ იტყოდა, მისი ტყუილი დახვეწილი იქნებოდა და დღევანდელ ეპოქაში ვერ იმუშავებდა. უგუნურება უფრო ზემოქმედებითია. გამყალბებელი დამნაშავეა, მაგრამ მთელი ჯადო მსმენელის, შემფასებლის და აღმქმელისკენ არის მიმართული. ესენი უფრო დამნაშავენი გამოდიან, რადგან მიირთმევენ ყველანაირ ნაგავს, რომელსაც მათ სთავაზობენ. ყველაზე გასაოცარი და დამთრგუნველი ის არის, რომ შეიძლება გამყალბებელი უვიცი იყოს, მაგრამ აღმქმელი იყოს ინტელექტუალი და მაინც ილუზიაში ვარდებოდეს.
პ.ს. რომანის ან ფილმის საუცხოო თემაა ჩემი აზრით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია