„სიცრუეა“ – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ზალუჟნის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ორშაბათს, 29 იანვარს, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი , სავარაუდოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კერძოდ, ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა ზალუჟნის „გათავისუფლების“ შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ს ახალი მთავარსარდალი ჰყავს.

„ჩვენ გვყავს ახალი მთავარსარდალი. უკრაინის პრეზიდენტმა დანიშნა კირილ ბუდანოვი (დაზვერვის სამმართველოს უფროსი) ვალერი ზალუჟნის შემცვლელად“, – დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუკზე.

აღნიშნულ ფაქტს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფორმაცია ზალუჟნის სავარაუდო გადადგომის შესახებ სიცრუე იყო.

„ძვირფასო ჟურნალისტებო, გპასუხობთ ყველას ერთად. არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.