“სიცრუეა” – მასკი უკრაინისთვის „სტარლინკთან“ წვდომის შეუზღუდვაზე, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გასაფორმებლად

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულებისთვის -მა ს, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს.
„ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება. „ესოშიეითიდ პრესის“ (ასოცირებული პროპაგანდის) შემდეგ მეორე ადგილზე არიან, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილი ახალი ამბების გავრცელების კუთხით“, – წერს ილონ მასკი.
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, მ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს პოლონეთი იხდის და ამას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.
პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში ს შეჭრის შემდეგ უკრაინას „სტარლინკის“ 20,000 მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.
წყარო: 1 არხი