სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის 76% ორ სადაზღვევოზე ნაწილდება

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 109 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 21%-ით გაზრდილია (90 მლნ ლარი).
გასული წლის 12 თვეში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „ დაზღვევა“ ლიდერობდა, მას ბაზრის თითქმის ნახევარი (46%) ეჭირა, რომელიც 50 მლნ ლარს შეადგენდა.
მეორე ადგილზე 32.6 მლნ ლარით „ალდაგი“ იყო, მას ბაზრის 30% ეკავა. მესამე და მეოთხე ადგილებს კი „იმედი L“ და „ჯიპიაი“, შესაბამისად 8 მლნ ლარით და 7.1 მლნ ლარით იკავებდა. ხუთეულს „ირაო“ ასრულებს, კომპანიას 4.2 მლნ ლარი ჰქონდა მოზიდული და ბაზრის მხოლოდ 4% ეჭირა.
2024 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 259 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 446 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 459 მილიონ ლარს.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.