კვირას, 22 მარტს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ინგლისის ლიგის თასის ფინალში “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება.
“მეთოფეების” მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კი ფეხბურთელებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად, სავარჯიშო ბაზაზე ბრიტანელი სამხედროები მიიწვია.
The Sun-ის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ფინალისთვის მოთამაშეთა მენტალურად მომზადება იყო. არტეტას სურს, რომ თითოეული ფეხბურთელი ისე მიუდგეს კონკრეტულ მატჩს, როგორც ჯარისკაცები ომს.
აღნიშნულ მატჩში “მეთოფეებს” ტრავმების გამო გუნდის კაპიტანი მარტინ ედეგორი, ასევე მიკელ მერინო და დიდი ალბათობით, იურიენ ტიმბერი დააკლდებათ.
რაც შეეხება პეპ გვარდიოლას გუნდს, “სიტის” ფინალში იოშკო გვარდიოლი და მარკ გეჰი ვერ დაეხმარებიან.