სიცოცხლეებს როდესაც ვკარგავთ, პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება შეუძლებელია, ამის დავიწყება შეუძლებელი იქნება, ეს მსოფლიოს ემახსოვრება

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გამო უკრაინის თავდაცვა იზღუდება. ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ზელენსკიმ ყურადღება ოდესაზე მიტანილ იერიშზე გაამახვილა, რომელსაც, ბოლო ცნობებით, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის რამდენიმე ბავშვია.
„მსოფლიომ იცის, რა შეიძლება, დაუპირისპირო ტერორს. მსოფლიოში არსებობს საკმარისი რაოდენობით ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები, „შაჰედებისგან“ და რაკეტებისგან დამცავი სისტემები. უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაჭიანურება, ანტისაჰაერო თავდაცვითი საშუალებების მიწოდების შეფერხება, სამწუხაროდ, იწვევს ისეთ დანაკარგს, როგორც ოდესაში, იწვევს იმას, რომ იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც სიცოცხლეს ართმევს. მეტს არაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რაც სიცოცხლეს დაიცავს. ხოლო სიცოცხლეებს როდესაც ვკარგავთ და პარტნიორებს შიდა პოლიტიკური თამაშები ან დავები აქვთ, რაც ჩვენს დაცვას ზღუდავს, ამის გაგება შეუძლებელია. შეუძლებელი იქნება ამის დავიწყება. მსოფლიოს ეს ემახსოვრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“

თქვენ თუ ტრამპის არჩევამდე ხედავდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ურტყამდნენ ამერიკიდან და ევროპიდან, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სთან ერთად მოკავშირე ვართ მშვიდობის პოლიტიკის დამყარების საქმეში

კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი – აშშ-თან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს ემსახურება