სიცილია, მატერიკულ იტალიას შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდით დაუკავშირდეს

მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ხიდი 2030-იანი წლების დასაწყისისთვის შევა ექსპლუატაციაში.
იტალია დიდი ხანია ავითარებს ხიდის აშენების იდეას კუნძულ სიცილიასა და მატერიკს შორის. უაღრესად ამბიციური საინჟინრო პროექტი წინასწარ ეტაპებზე იყო ათწლეულების განმავლობაში, სანამ 2013 წელს შეჩერდებოდა. 2022 წელს იტალიის ახლად არჩეულმა მემარჯვენე მთავრობამ გამოაცხადა თავისი სურვილი აღადგინოს გეგმები მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდის მშენებლობის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ის ევროკავშირს სთხოვს დახმარებას მრავალმილიარდიანი წინადადების დაფინანსებაში.
ამ კვირაში ხიდის მშენებელმა კომპანიამ Società Stretto di Messina და ევროკომისიის კლიმატის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს აღმასრულებელმა სააგენტომ (CINEA9) ხელი მოაწერეს დაფინანსების ახალ წინადადებას. საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ევროკავშირი დაფარავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინის ხარჯების 50 პროცენტს, რაც შეადგენს დაახლოებით 25 მილიონ ევროს.
ვრცლად euronews – ზე