“სიცარიელე, რომელიც ვაშინგტონის დეკლარაციაშია, ტოვებს ერთ იმედს” – თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, NATO-ს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველოს მხოლოდ ერთხელ მოხსენიებას ეხმაურება და ამბობს:
ახლა ბუქარესტის ჩანაწერიც აღარ გაიმეორეს, რადგან საქართველოს ხელისუფლება არის სანქცირებული ნატოს წევრი სახელმწიფოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, შტატებისა და ევროკავშირის მიერ. გაყინულია სამხედრო დახმარება, ასევე სხვადასხვა წყაროები და ამ ვითარებაში ძალიან რთულია, რომ ნატოს, როგორც ამ ქვეყნების ორგანიზაციას, ჰქონდეს მოლოდინი რაიმე პოზიტიური ნაბიჯების. საბედნიეროდ, ის მაინც არ დაგვაბრალეს, არ თქვეს, არ ჩაწერეს, რომ რუსეთს ვეხმარებით ამ ომის წარმოებაში, რომ ს მხარეს ვართ ამ ომში. ეს უკვე პროგრესია. შეიძლებოდა, ესეც კი მიგვეღო. ეს სიცარიელე, რომელიც ვაშინგტონის დეკლარაციაშია, ტოვებს იმის იმედს, რომ შესაძლოა, დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს შემდეგი სამიტიდან”, – ამბობს ხიდაშელი.
16 წლის შემდეგ პირველად – ნატო საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს აღარ იმეორებს. შემაჯამებელ კომუნიკეში, რომელიც ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის ფარგლებში მიიღეს,
ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთხელ, მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები.
“მოვუწოდებთ რუსეთს, თავისი ძალები, რომლებიც თანხმობის გარეშეა განლაგებული, მოლდოვიდან და საქართველოდან გაიყვანოს” – წერია დოკუმენტში.
კომუნიკედან გამქრალია ჩანაწერები ბუქარესტის სამიტის სულისკვეთების შესახებ, რომლითაც ნატო ყოველთვის ადასტურებდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე აღარაფერს წერს პარტნიორობის, პოლიტიკური დიალოგის, ან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებაც.