“სიყვარული მახარებს, მოტივაციას მაძლევს. შემიძლია პარტნიორისთვის ყველაფერი გავაკეთო” – სილა თურქოღლუ – Marao

სილა თურქოღლუმ სატელევიზიო სამსახიობო კარიერა 2018 წელს დაიწყო სერიალით Ağlama Anne. 2019 წელს მან ითამაშა სუნას პერსონაჟი სატელევიზიო სერიალში Yemin და მოგვიანებით სეჰერის პერსონაჟი სერიალში Emanet.
· სილა თურქოღლუს ინტერვიუდან :
რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?
ბევრი რამ ვცადე სხვადასხვა სფეროში. მაინტერესებდა ფერწერა და ფრენბურთი. როცა საშუალო სკოლაში მივდიოდი, დავიწყე სკოლის თეატრალურ კლუბში მონაწილეობა. ძალიან მომეწონა სცენაზე დგომა და აპლოდისმენტების მოსმენა. ამის შემდეგ გადავწყვიტე მსახიობობა.
შესაძლოა რომ მსახიობობას თავი დაანებოთ?
ჩვეულებრივ, ყველაფერი მარტივად მბეზრდება, კონცენტრაცია არ შემიძლია, მაგრამ ჩემი სამუშაო განსხვავებულია. მსახიობობა არასდროს მბეზრდება.
მსახიობი რომ არ ყოფილიყავი, რას გააკეთებდი?
იურიდიულზე ვისწავლიდი. ადვოკატი ვიქნებოდი, რადგან ეს საქმე მიყვარს.
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანზე რას გვეტყვით?
ორივე ძალიან ენერგიულები ვართ. ორივე ვცდილობთ პოზიტიურად გამოვიყურებოდეთ. და საქმე ერთმანეთის მხარდაჭერით გავაკეთოთ.
შენზე მოქმედებს უარყოფითი კომენტარები?
არასოდეს. ღია ვარ კრიტიკისთვის.
მშვიდად ხარ საკუთარ თავთან?
როცა საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ასე არ ვიყავი – მაგალითად, ფერადი ტანსაცმელი არ მეცვა. მერე მივხვდი, რომ ეს ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხის დამსახურება იყო. როცა შევწყვიტე მათთვის ყურადღების მიქცევა, ბედნიერი გავხდი. ახლა მე ვხედავ უარყოფით კომენტარებს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. სარკეში რომ ვუყურებ, ვამბობ: „მიხარია, რომ ასეთი ხარ, შენი ნაკლოვანებებით“.
რა არის შენთვის სიყვარული?
მიყვარს ჩემი თავი, როცა შეყვარებული ვარ. რისი თქმაც მინდა, იმას ვამბობ. სიყვარული მახარებს, მოტივაციას მაძლევს. შემიძლია პარტნიორისთვის ყველაფერი გავაკეთო, რომ ის ბედნიერი იყოს. არ ვიცი სწორია თუ არა.
რა გაბრაზებს?
უსამართლობა.
რა არის თქვენი სუსტი წერტილი?
ძაღლები და ბავშვები. როცა უმწეო ადამიანს ვხედავ, ძალიან ვწუხვარ. მინდა ყველანაირად დავეხმარო.
რაში ხარჯავთ ფულს?
საკვებსა და სილამაზის პროდუქტებში…