სიყალბეზე აგებული იყო ის, რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ – გიორგი კახიანი

“მთელი ეს მისი გამოსვლა აგებული იყო სიყალბეზე. მისი გამოსვლის ამოსავალი წერტილი იყო, რომ გაყალბდაო და ყველაფერი დანარჩენი რაც ისაუბრა, დაშენებული იყო ამაზე, ამ აღქმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა”, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. საუბარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართა.
გიორგი კახიანი “ღამის კურიერის” ეთერში ამბობს, რომ კონკრეტულად რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლის დროს, მისთვის უცნობია.
“ფაქტია, რომ რაღაცისკენ იყო მოწოდება. რა იგულისხმა პრეზიდენტმა არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად რომ დავუფიქრდეთ, თუკი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა. როგორ ხდებოდა, რა მასშტაბით ხდებოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც, ეს ხომ საზოგადოებამ ნახა? ამაზე მეტი რა შეიძლება მოხდეს ვერ წარმომდგენია, გარდა ვიზალიბერალიზაციისა. თუ ესეც იკადრა პრეზიდენტმა, ისევე როგორც ამას პოლიტიკური რადიკალური ჯგუფები აკეთებდნენ, როდესაც მათ მიერ გაგზავნილი წერილებიდან ირკვეოდა ეს ყველაფერი, რომელიც შემდგომ გასაჯაროვდა – ჩანს, რომ პირდაპირ მოუწოდებდნენ ქვეყნის დასანქცირებაზე, საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე და ა.შ. პრეზიდენტის მოწოდება თუ ამას გულისხმობდა, არ ვიცი, ქვეყნის და მოსახლეობის ღალატი მეტი რა შეიძლება იყოს? ამიტომ, ვერ გეტყვით, რა იგულისხმა პრეზიდენტმა.
მთელი ეს მისი გამოსვლა აგებული იყო სიყალბეზე. მისი გამოსვლის ამოსავალი წერტილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდაო და ყველაფერი დანარჩენი რაც ისაუბრა, დაშენებული იყო ამაზე, ამ აღქმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნები რომ არ გაყალბდა, ამაზე დღეს კიდევ ღირს საუბარი?!
ამოსავალი წერტილი მაინც არის არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა. თუ არჩევნები არ გაყალბდა, ის რაც ვიხილეთ, ეს ყველაფერი იყო ფარსი. სიყალბეზე აგებული იყო, ის რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ,” – აცხადებს გიორგი კახიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო