სიღნაღში 1337 ძირი კანაფი დათესეს, დაკავებულია 5 პირი – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს 5 ადამიანი, რომლებმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში 1337 ძირი კანაფი დათესეს. უწყების ცნოთ, მათ მიერ მოყვანილი კანაფი ჯამში 143 კილოგრამსა და 414 გრამი ნარკოტიკული საშუალების შეიცავდა.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებულის სახლიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების გასაშრობი მოწყობილობა, სასწორი და 3326 გრამი გამომშრალი მარიხუანა. კიდევ ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს სასწორი და დაფასოებული მარიხუანა.
პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალი წარუდგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების მუხლით. მათგან ორს, დამატებით ედავებიან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე მათგანს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.