სიღნაღის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

სიღნაღის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ ფესტივალში გამარჯვებული თეატრების დაჯილდოების ცერემონია სიღნაღის თეატრში გაიმართა.
I ადგილზე გავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახე” სპექტაკლით – „უკანასკნელი თოლია“, II და III ადგილებზე თეატრი “ანარეკლი” სპექტაკლით – “ასული” და თეატრი “არტ-დრონი” სპექტაკლით – “იცეკვე, დამძიმდა ფრთები”.
გამარჯვებულ დასებს ფულადი პრემიები გადაეცათ, რომელსაც თეატრის განვითარებისთვის გამოიყენებენ.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი საპრიზო ფონდი 20 000, 15 000 და 10 000 ლარია.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ყოველი წლის ივნისის დასაწყისში ტარდება და მისი მიზანი სახალხო თეატრების მხარდაჭერაა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს