სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა – კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს

ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კერძოდ, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი აირჩიეს. ახალი პაპის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
პოლიციის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე ახლა 50 000 ადამიანი იმყოფება. მოედანზე შეკრებილები ტაშს უკრავენ და აღნიშნავენ კვამლის ამოსვლას. პაპის ვინაობა კი უახლოეს პერიოდში წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე ს ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში