სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა – პაპის არჩევის პროცესი გრძელდება

7 მაისს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ახალი პაპის ასარჩევად პირველი კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა. ვატიკანში შეკრებილი კარდინალები გააგრძელებენ პროცესს, ვიდრე ახალ პაპს არ გამოავლენენ. მათ ფიცი აქვთ დადებული, რომ კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევამდე საიდუმლოდ შეინახავენ პროცესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს. კონკლავში შემავალ კარდინალებს ეკრძალებათ გარე სამყაროსთან ურთიერთობა. ახალი პაპის არჩევისთვის დრო განსაზღვრული არ არის. ცნობილია, რომ პაპ ფრანცისკესა და პაპ ბენედიქტე XVI-ის არჩევას ორ-ორი დღე დასჭირდა.
ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ს ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.
რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი და, იტალიის ხელისუფლების თანახმად, 400 000-მდე ადამიანი დაესწრო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს