სიფა II ტურში მხარდაჭერას ირაკლი ჩომახაშვილს უცხადებს

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი ჩომახაშვილს.
„სიფა ერთგული რჩება იმ ღირებულებების, რომელსაც ჩვენი საარჩევნო პროგრამა ეყრდნობოდა და ასოციაციის თავმჯდომარეობის მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებს ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ირაკლი ჩომახაშვილს. გუშინ და დღეს, კიდევ ერთხელ, დადასტურდა, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს“, — ნათქვამია სიფას განცხადებაში.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური ირაკლი ყანდაშვილსა და ირაკლი ჩომახაშვილს შორის გაიმართება.
პირველ ტურში ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ირაკლი ჩომახაშვილმა – 1109, ხოლო მუხრან ღურწკაიამ – 302 ხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია