სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, აბსოლუტური არის ადამიანის ღირსება

„როცა ადამიანის ღირსებას ეხებიან, ცილს სწამებენ, მასზე საზიზღრობებს ლაპარაკობენ და ამ დროს არ შეუძლია თავის დაცვა, ეს დემოკრატია კი არ არის, არამედ ეს არის ადამიანობისა და სახელმწიფოს საფუძვლების ნგრევა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება კი არ არის აბსოლუტური, არამედ აბსოლუტურია ადამიანის ღირსება.
„ამ ეტაპზე პარლამენტში რაც არის დარეგისტრირებული კანონპროექტი, ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, მაგრამ, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლება გაცილებით ფართო სფეროა, რომელიც ასევე საჭიროებს დარეგულირებას. ჩვენ შევქმენით ის მცდარი ნარატივები, რომ ჟურნალისტი ხელშეუხებელია და სიტყვის თავისუფლება გავხადეთ აბსოლუტური.
არადა, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, აბსოლუტური არის ადამიანის ღირსება. როცა ადამიანის ღირსებას ეხებიან, ცილს სწამებენ, მასზე საზიზღრობებს ლაპარაკობენ და ამ დროს არ შეუძლია თავის დაცვა, ეს დემოკრატია კი არ არის, არამედ ეს არის ადამიანობისა და სახელმწიფოს საფუძვლების ნგრევა. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის კანონები შემოსატანი, რათა ბალანსი აღდგეს ადამიანის პირად ცხოვრებას, ღირსებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს