სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა 9 აპრილის მემორიალ­თან – პოლიციამ, სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავა

2
პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და იქ მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო.
ცოტა ხნის წინ ად­გილ­ზე უც­ნო­ბი პირი მი­ვი­და და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა: „ნა­ცე­ბო, ნა­ცე­ბო“.
აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა, ისი­ნი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, რის გა­მოც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო.
სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა ად­გილ­ზე მყოფ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სცა­დეს. მათ ერთი მო­ქა­ლა­ქე პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და ად­გი­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი შაკო ბაღ­დოშ­ვი­ლია.
„შე­მო­ვარ­დნენ, არაფ­რის გამო. თან პირ­ჯვარს იწერ­დნენ. თან ადა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. რო­დე­საც გა­მო­ვე­კი­დეთ, რომ სა­ხე­ზე მა­ინც დაგ­ვე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, პო­ლი­ცი­ის­თვის გვეც­ნო­ბე­ბი­ნა, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ზურ­გი­დან მო­ე­პა­რა ჩვენს თა­ნა­მებ­რძოლს და იმა­ნაც და­არ­ტყა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხელი მო­კი­დეს, წა­იყ­ვა­ნეს ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ფსევ­დო მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი და ფსევ­დო მორ­წმუ­ნე­ე­ბი. პირ­ჯვრის წე­რას­თან ერ­თად ადა­მი­ან­ზე პა­რა­ლე­ლუ­რად ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს“,- გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.
ამ წუ­თებ­ში, 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­ვიდ­ნენ და მე­მო­რი­ა­ლის გარ­შე­მო გან­ლაგ­დნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი