მამაკაცთა შორის ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს, France Football-ის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული “პარი სენ-ჟერმენის” ფრანგი შემტევი უსმან დემბელე გახდა.
პრიზის მიღების შემდეგ დემბელე ღონისძიებაზე ემოციური სიტყვით წარსდგა: “რაც გამოვცადე, წარმოუდგენელია. უბრალოდ სიტყვები არ მაქვს… პსჟ-ში შესანიშნავი წელი მქონდა და ჩემს კარიერაში ბევრი რამ შეიცვალა. ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. მინდა, მადლობა პსჟ-ს გადავუხადო, პრეზიდენტსა და მთელ კლუბს. ნასერ ალ ხელაიფი ჩემთვის მამასავითაა. ასევე მადლობას ვუხდი მთელ სტაფსა და ლუის ენრიკეს, რომელიც ჩემთვის ასევე მამასავითაა.
ჩემი ყოფილი კლუბების – “რენის”, “დორტმუნდისა” და “ბარსელონას” მადლიერიც ვარ. “ბლაუგრანაში” თამაში ჩემი ოცნება იყო და იქ ანდრეს ინიესტასა და ლიონელ მესისგან უამრავი რამ ვისწავლე.
მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახსა და აგენტს, რადგან მათ ჩემი სჯეროდათ და მუდამ ჩემს გვერდით არიან”, – განაცხადა დემბელემ.
დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი, რომელმაც წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.
გამოკითხვაში მეორე ადგილზე “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილი კი ვიტინიამ (პსჟ) და მოჰამედ სალაჰმა (ლივერპული) დაიკავეს.
· მალხაზ ჯობავა სხვაგანაც დავწერე და აქაც დავწერ, კვარაცხელიამ ორი ტოპჩემპი მოიგო 50-50 %-ით, ლიგა მოიგო, გააზრებული თამაში, შედეგიანი პასები, გუნდის რამოდენიმეჯერ წაგებისგან ხსნა, ლამაზი გოლები და ჩემი აზრით, სადღაც მეხუთე მეექვსე ადგილი კი ხვდებოდა ალბათ, მაგრამ რას იზამ, ბედკრული საქართველოს შვილია. არა უშავს, ჩვენ ყოველთვის უამრავი ხალხის დაჯაბნა გვჭირდებოდა გამარჯვებისთვის და შენც მომავლისთვის, მომავლისთვის და შენი ხალხის გახარებისთვის იბრძოლე ჩვენო კვარა!!!
· ჯიგარი ხარ ჟორჟ! ვეღარ გავიგე რამდენი მამა ყავს ოსმანას….)))))))))))
იამალის მამა: მომდევნო წელს “ოქროს ბურთი” ჩვენი იქნება
იამალის მამა: მომდევნო წელს “ოქროს ბურთი” ჩვენი იქნება
“ერთადერთია, ვინც “ოქროს ბურთს” იმსახურებს” – პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
“გთხოვთ… “ოქროს ბურთი” მან უნდა მოიგოს” – დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
[PHOTO] ანრის მოულოდნელი პასუხი და სასაცილო გრაფიკა – ფრანგმა ლეგენდამ პსჟ-იდან “ოქროს ბურთის” მოგების ფავორიტი დაასახელა
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს




