„სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს. მისი განცხადებით, თავისი პირობებით გაიმარჯვებს და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა.
„დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ომის დასრულება ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს სურს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასრულებას არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს. ამიტომ, ომის დასრულების შესახებ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ვამატებთ: ჩვენი პირობებით. ამიტომ, სიტყვა მშვიდობის გვერდით ყოველთვის ჟღერს: სამართლიანი. ამიტომ მომავალში სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება