სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა – კვარაცხელიამ და ნერესმა შეიძლება “ვენეციასთან” ერთად ითამაშონ

29 დეკემბერს, სერია A-ს მეთვრამეტე ტურში “ნაპოლი” “ვენეციას” უმასპინძლებს და იტალიურ მედიაში მსჯელობენ, მწვრთნელი ანტონიო კონტე ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას დააყენებს თუ დავიდ ნერესს, თუმცა მოულოდნელად სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.
საქმე ისაა, რომ მატეო პოლიტანოს მსუბუქი გრიპი აქვს, გუშინ არ უვარჯიშია და შეიძლება კვირას ვერ იასპარეზოს. ასეთ შემთხვევაში კვარაცხელიას და ნერესს პირველად მოუწევთ თამაშის ერთად სასტარტოდან დაწყება – ხვიჩა მარცხენა, ხოლო დავიდი მარჯვენა ფლანგზე იქნება.
ნეაპოლური გუნდი ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას და წლის გამარჯვებით დასრულებას შეეცდება.
შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” თბილისის
დროით 18:00 საათზე დაიწყება, “ნაპოლის” სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთია: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, ნერესი, კვარაცხელია, ლუკაკუ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში