სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის ქვეშაა – Rosatom

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ს სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კორპორაციის ,,როასტომის” გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა განუცხადა.
„დღემდე დაახლოებით 4,5 ათას მუშაკს აქვს დადებული კონტრაქტი მოქმედ ორგანიზაციასთან. ყველა ერთეული გაჩერების რეჟიმშია. ერთ ბლოკზე ორთქლის გენერატორები აჩქარებულია, რათა ცივ ამინდში სითბო უზრუნველყოს როგორც ენერგოდარისთვის, ასევე თავად სადგურის ობიექტებისთვის. და ამ თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს ეჭვი ჩვენს უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ლიხაჩოვმა რუსული მედიის ციტირებით.
როსტომის დირექტორი ირწმუნება, რომ რუსეთი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ დაარსებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების ხუთივე პრინციპს იცავს.
„ჩვენ ვემზადებით სრულფასოვანი კონსულტაციებისთვის IAEA-სთან და პირადად გროსთან. ისინი ყოველთვის ტარდება უწყებათაშორის ფორმატში, ,,როსტეხნადზორის”, თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის ეროვნული გვარდიის ჩართულობით, ვინც რეალურად იცავს სადგურს შესაძლო რისკებისგან“, – დასძინა მან.
მანამდე IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ აპირებს უახლოეს მომავალში ეწვიოს ზაპოროჟიეს, კიევსა და რუსეთს.