„სიტროენი 105 წლისაა “

სიტროენმა – საუკუნოვანი ისტორიის მქონდე ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, დაარსების 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია ხაზი გაუსვას სიტროენის მრავალ წლიან ისტორიას, წარმოაჩინოს როგორც მისი წარსული ისე დღევანდელი სახე და უფრო ნათლად დაგვანახოს ბრენდის მთავარი ფასეულობა – კომფორტი! რომელიც, არ გამორიცხავს ელეგანტურობას.
კამპანიის ფარგლებში სიტროენი სრულიად განსხვავებული სახით გამოჩნდება ქართულ ბაზარზე. დაიგეგმა ფოტო პროექტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მსახიობებმა და ცნობადმა სახეებმა, ნანა ნებიერიძემ, დათო ნოზაძემ, ანდრო ჭიჭინაძემ, ნინიკო კურატაშვილი.
კომპანია მეკრეს მარკეტინგის მენეჯერის, თამარ კიკნაძის თქმით : ამ პროექტით, გვსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბრენდის მდიდარი მემკვიდრეობა, მისი ლეგენდარული მოდელები, ამავდროულად ვისაუბროთ მის თანამედროვე და ყოველთვის აქტუალურ პოზიციაზე. ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ფლობდე ბრენდს, იცნობდე მის ხასიათს, მის ისტორიას და ამასთან ერთად, შენც თავად იყო მისი ნაწილი“.
სიტროენის შექმნის ისტორია 1919 წლიდან იწყება. ამ ხნის მანძილზე ბრენდმა არაერთი საინტერესო მოდელი წარადგინა ავტოინდუსტრიაში. Traction Avant, Citroen DS, 2 CV და კიდევ სხვა ბევრი მოდელი, ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფორმით, დახვეწილი დიზაინით და არანაკლებად სენსაციური და ინოვაციური გადაწყვეტილებებით.
„ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო გადაგვეღო სიტროენის კლასიკური ავტომობილები, ისე რომ, შეგვენარჩუნებინა მათი ავთენტურობა და შინაარსი, წარმოგვეჩინა ისინი როგორც ფრანგული შარმის გამოხატულება ნებისმიერ დროსა და სივრცეში“- თამარ კიკნაძე.
პროექტი „ელეგანტურობის 105 წელი“ სიმბოლურად ივნისის თვეში, სიტროენის დაბადების დღის საპატივცემულოდ დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ