“სიტის” ყველაზე ძვირადღირებული გაყიდვა – ალვარესს “ატლეტიკომდე” თითქმის აღარაფერი აშორებს

ჟურნალისტს საიმონ სტოუნის ინფორმაციით, “სიტიმ” და “ატლეტიკომ” 24 წლის არგენტინელი შემტევის ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მოილაპარაკეს.
ესპანელები ინგლისელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც 20 მილიონი ბონუსებით დაემატება და ეს მანჩესტერელთა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გასხვისება იქნება.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩავა მადრიდში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
ალვარესმა გასულ სეზონში ყველა ტურნირიზე “სიტის” ფორმა 54 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში