სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – ვგმობთ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიზანი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო მუშაობისთვის ზიანის მიყენებაა – გავაგრძელებთ მუშაობას სამართლიანობისთვის

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო -ის პრეზიდენტის, ს მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას ეხმაურება, რომელიც მისი თანამშრომლებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს და აცხადებს, რომ სამართლიანობის უზრუნველსაყოფად მუშაობას გააგრძელებს.
სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მტკიცედ დგას მისი თანამშრომლების გვერდით და რომ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ზიანს აყენებს მის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მუშაობას.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის მიერ აღმასრულებელი ბრძანების გამოცემას, რომლის მიზანი მისი ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესება და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო მუშაობისთვის ზიანის მიყენებაა. სასამართლო მტკიცედ დგას თავისი პერსონალის გვერდით და პირობას დებს, რომ გააგრძელებს სამართლიანობისა და იმედის მიცემას სისასტიკის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლისთვის მთელ მსოფლიოში, მის წინაშე არსებულ ყველა სიტუაციაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირების შესახებ. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომლის სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ა. ბრძანების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.